„ველოდრომის თასის“ გათამაშება დასრულდა

დიდ დიღომში მდებარე სარაგბო სტადიონზე გაიმართა რბოლა „ველოდრომის თასი ქროსში“. ორგანიზატორი თბილისის ველოსპორტის კავშირი იყო. ტურნირი ორ კლასში ჩატარდა – მოყვარულებში გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს, ხოლო პროფესიონალები ერთმანეთს 4 კატეგორიაში შეეჯიბრნენ. რბოლა „ველოდრომის თასის“ მთავარი პრიზის მფლობელი, საქართველოს ველოსპორტის ნაკრების წევრი ავთანდილ ფირანიშვილი გახდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულები და პრიზიორები საპატიო სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.