გაფანტული სკლეროზით დაავადებულები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან.
შესაბამისი დიაგნოზის მქონე მოქალაქეები ითხოვენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება რეგიონების მიხედვით ლიმიტირებული არ იყოს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს. დაფინანსების პროგრამა ამ ეტაპზე მუნიციპალურ დონეზეა და მხოლოდ თბილისსა და აჭარაში მოქმედებს. შედეგად ასეულობით მოქალაქე დიაგნოსტიკას და დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს. ეს კი ნიშნავს, რომ პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადების მძიმე შედეგები გარდაუვალი იქნება.