ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული და პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო მას არ უპასუხებდა. ყოველწლიურ გამოსვლას კონგრესში მიწვეულ სტუმრად ესწრებოდა აშშ-ში უკრაინის ელჩი, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა.