ზამთრის თასის გათამაშება გრძელდება - „ლოკომოტივისა“ და „შევარდენის“ მეტოქეები დღეს გაირკვევა

ზამთრის თასის გათამაშება გრძელდება. პირველ დღეს ნახევარფინალში გასული „ლოკომოტივისა“ და „შევარდენის“ მეტოქეები დღეს, გვიან საღამოს გაირკვევა. გათამაშებას გამოეთიშნენ შარშანდელი გამარჯვებული, „გაგრა“, ასევე საქართველოს ჩემპიონატის სამივე პრიზიორი – ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო”, თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“, რომლებიც ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდიოდნენ.

ზამთრის თასის მონაწილეები თვლიან, რომ ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული ტურნირი გუნდებს და ფეხბურთელებს სეზონისთვის კარგად მომზადებაში ეხმარება.