ბუტა რობაქიძის გარდაცვალებიდან 15 წლის თავზე, დიდუბის პანთეონთან მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. როგორც ბუტა რობაქიძის დედა აცხადებს, მისი შვილის საქმეზე სამართლიანობა აღდგენილია.
ამ წლების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე დღეს პირველად მივიდა ამ საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე, რომელსაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.