საერთაშორისო საზოგადება რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ და მოსკოვს მოუწოდებენ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედროები გაიყვანოს, დევნილთა დაბრუნების პირობები შექმნას და საქართველოს ორი რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს. განცხადებებში პარალელებია გავლებული 2008 წლის და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომებს შორისაც. მოსკოვს აგვისტოს ომზე საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე იმ საქმეებსაც ახსენებენ, რომლებიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.