15 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულთა გახსენება ძმათა სასაფლაოზე

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ძმათა სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს და მედიასთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეები.