უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში - 15 წელი აგვისტოს ომიდან

უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში – აგვისტოს ხუთდღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 170 ჯარისკაცი. 130 ათასამდე ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს, მოვლენების ეპიცენტრი მუხთგვერდის ძმათა სასაფლაო იყო, სადაც მებრძოლების ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, მათ გმირი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.

სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ისტორიებს თეონა ხუბულავა გაგვახსენებს.