14 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - მეგობარი ქვეყნები საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ
აგვისტოს ომის 14 წლისთავზე საერთაშორისო საზოგადოება ისევ ერთიანია. საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროპარლამენტი. მთავარი გზავნილი ასეთია – რუსეთმა მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია უნდა დაასრულოს, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ეკუთვნის.