14-84 - ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა
ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების უფასო ცხელი ხაზი 14-84 ამოქმედდა. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან.
2018 წლის პირველი იანვრიდან, ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო. ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, ხოლო მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ. 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის კი განსაზღვრული ვადა 2019 წლის იანვარია.
2018 წლის იანვარში ტექდათვალიერება ამოქმედდა გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის. ვადები ამ შემთხვევაში ავტომობილის ასაკის მიხედვით განისაზღვრება.