საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს გალის რაიონთან

საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს გალის რაიონთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იზოლატორში არიან გადაყვანილები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან  დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

წინასწარი ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა სოფელ ფახულანის, ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.