13 ივნისის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები განადგურდა. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილისა და გმირთა მოედანს მიადგა.
მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა. მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
ერთმანეთს დაემთხვა ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.