13 ივნისს დაღუპულებს პატივი მიაგეს დღეს 13 ივნისის მემორიალთან. ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, დედაქალაქის მერი და ხელმძღვანელი პირები. მემორიალთან დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული მოვლენები.