ექვსი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისის სტიქიიდან ექვსი წელი გავიდა. ტრაგიკულ მოვლენებს 21 მოქალაქე შეეწირა, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ათასობით მოქალაქე დაზარალდა. სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა