აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

მოძრაობა „შემახე ამნისტია“ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ამნისტიის აქტს აპროტესტებს და საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. მოძრაობის წევრების განცხადებით, მიღებული აქტი არ ითვალისწინებს საყოველთაობის იდეას და მხოლოდ გარკვეულ მუხლებს მოიცავს. ისინი უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.