კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ ძალაშია. ისევ დაიხურა სავაჭრო ობიექტები, მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევე პრესის ჯიხურებზე.
კვლავ დაკეტილია ღია და დახურული ბაზრობები. ამოქმედებულია გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან დილის 5 საათამდე. გამონაკლისი იქნება შობის ღამე. არ მოძრაობს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ტაქსითა და პირადი ავტომობილით გადაადგილება კი თავისუფალია.
ამასთან, დღეიდან 15 იანვრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.