თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნიდან, დღეს, 6 აპრილს ზუსტად 125 წელი გავიდა. თამაშები სიმბოლურად ათენში გაიხსნა, ასპარეზობის აღორძინების იდეა კი, ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ფრანგ პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიური თამაშები ძველ ბერძნულ ქალაქ ოლიმპიაში, ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს ჩატარდა.
როგორ დაიგეგმა, როგორ გაიხსნა და როგორია აღორძინებული ოლიმპიური თამაშების სტატისტიკა, რომელსაც ათენმა 1896 წელს უმასპინძლა, გვანცა გიორგაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
ახალი დღე