საქართველომ 2008 წელს ეკონომიკური შოკიც მიიღო.
მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი საბანკო დანაზოგების გამოტანა, ასევე უცხოური ვალუტის შეძენა გადაწყვიტა. თუმცა განსაკუთრებული დეფიციტი მაშინ არ შექმნილა. ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ ოპერატიულად ქვეყანაში უცხოური რეზერვების ნაწილი შემოიტანა.
11 წლის შემდეგ ამ ისტორიის დღემდე უცნობი დეტალები ხდება ცნობილი, რომლითაც სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა. საუბარია საქართველოს კუთვნილ სავალუტო რეზერვებზე, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან შემოიტანეს.