ქვეყნის მთავარი დღე, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას დაუდო სათავე.
104 წლის წინანდელი 26 მაისით ქართველი ერის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერით ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. არსებობის არასრულ სამწლიან ისტორიაში დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა ეროვნული გვარდია, ჰქონდა საკუთარი ეროვნული სიმბოლიკა, სამინისტროები, წარმომადგენლობითი ორგანო, კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა, რომლითაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩაატარა. დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ისტორია თითქმის სამი წლის შემდეგ რუსულმა მე-11 არმიამ დაასრულა, საქართველომ დამოუკიდებლობა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ აღიდგინა.