100 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან

100 წელი ისტორიული მნიშვნელობის აქტის გამოცემიდან: ქვეყანა 26 მაისის აღსანიშნავად ემზადება.

ხვალ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წელი სრულდება. ისტორიული თარიღი განსკაუთრებულად აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებს საპატიო სტუმრებიც უერთდებიან. სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის თბილისში ჩამოდიან ექვსი ქვეყნის პრეზიდენტები და მაღალი რანგის სტუმრები. მათ შორის ევროკომისიის ხელმძღვანელი. სტუმრების ნაწილი უკვე საქართველოშია. ევროპელი ლიდერები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი ქვეყნისადმი უპირობო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.

ქეთი ქარდავა მუშაობს პრეზიდენტის სასახლეში.