ზუსტად 100 დღეში საქართველო უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.
რუმინეთთან ერთად 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საუკეთესო 16 ნაკრები ევროპის ჩემპიონობისთვის საქართველოშიც იბრძოლებს. ტურნირის მასპინძელ სამ ქალაქში ერთდროულად ირთვება უკუთვლის საათი. ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.