100 დღე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობამდე

ზუსტად 100 დღეში საქართველო უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

რუმინეთთან ერთად 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საუკეთესო 16 ნაკრები ევროპის ჩემპიონობისთვის   საქართველოშიც იბრძოლებს. ტურნირის მასპინძელ სამ ქალაქში ერთდროულად ირთვება უკუთვლის საათი. ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.