გალერეა „არტარეაში“ ახალგაზრდა მხატვრის, ნინა წოწორიას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 64 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.