დალი ფრიდონაშვილის ნამუშევრების გამოფენა

შალვა ძნელაძის მუზეუმში დალი ფრიდონაშვილის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა იმართება. ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატვა ორი წლის წინ დაიწყო. დღეს კი უკვე მისი როგორც მხატვრის დებიუტი შედგა. პეიზაჟებთან ერთად, ექსპოზიციაზე აბსტრაქციაც არის წარმოდგენილი. დალი ფრიდონაშვილის ნამუშევრების გამოფენა საექსპოზიციო სივრცეში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.