„ნამეს“ ოპერატორ გიორგი შველიძეს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოება დააჯილდოებს
„ნამეს“ ოპერატორ გიორგი შველიძეს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოება დააჯილდოებს

გიორგი შველიძე „ნამესთვის” ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების (ASC) ჯილდოზე განსაკუთრებული მიღწევისთვის წარადგინეს. რიგით 33 – ე ცერემონიაზე 9 თებერვალს ამ დარგის გამორჩეულ მოღვაწეებსა და ნამუშევრებს დააჯილდოებენ.

გიორგი შველიძე 15- მდე ქართული ფილმის ოპერატორია. მათ შორის არის „სამი სახლი“ „უშენოდ მგონი მოვკვდები“ „ მარილივით თეთრი“ „დაბადებულები საქართველოში“.

ზაზა ხალვაშის ნამუშევარი საქართველოს მთებში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც მამას და შვილს უცნაურ პრობლემებთან გამკლავება უწევთ

ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.