ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება
იმერეთში „კოვიდ-19“-ის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.
„რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ.
გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 1 800 პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო 200 კარანტინში იმყოფება.