ზვიად შალამბერიძე – იმერეთის რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება

13:16, 12.10.2020

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.

„რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 1 800 პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო 200 კარანტინში იმყოფება.

მსგავსი