ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრა 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული
ზვიად კვაჭანტირაძის საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრა დღეს 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, განმეორებით კენჭისყრაზე გაირკვევა გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ.