ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ბადრი ვადაჭკორიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ფოტოხელოვანის ახალი ალბომი სახელწოდებით „ეს ჩემი საქართველოა“ 272 გვერდიანია და მასში შესულია 404 ფოტო. ფოტოები 2017 წლის ბოლოს და 2018-2019 წლებშია გადაღებული. პრეზენტაციაზე გაყიდული ალბომებისა და ფოტოებიდან შემოსული თანხა ბადრი ვადაჭკორიას გადაწყვეტილებით გიორგი ჯანაშიას მკურნალობას მოხმარდება.
ახალი ალბომის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.