ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ბადრი ვადაჭკორიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

20:01, 29.05.2019

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

​ფოტოხელოვანის ახალი ალბომი სახელწოდებით „ეს ჩემი საქართველოა“ 272 გვერდიანია და მასში შესულია 404 ფოტო. ფოტოები 2017 წლის ბოლოს და 2018-2019 წლებშია გადაღებული. პრეზენტაციაზე გაყიდული ალბომებისა და ფოტოებიდან შემოსული თანხა ბადრი ვადაჭკორიას გადაწყვეტილებით გიორგი ჯანაშიას მკურნალობას მოხმარდება.

ახალი ალბომის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

მსგავსი