ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური გათამაშების ფინალში „ქუთაისი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება
ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური გათამაშების ფინალში „ქუთაისი“ „რუსთავის“ მეტოქე იქნება.
დღეს გუნდებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული ნახევარფინალური შეხვედრები მოიგეს. რუსთაველებმა ფინალში გასასვლელ მატჩში „კაქტუსი“ 81:71 დაამარცხეს, ხოლო ქუთაისელებმა „მგზავრებს“ ანგარიშით 79:66 სძლიეს.
მემორიალის ფინალური შეხვედრა 4 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო ხვალ ქუთაისი სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლებს.