ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური გათამაშების ფინალში „ქუთაისი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდება

22:59, 02.02.2018

ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური გათამაშების ფინალში „ქუთაისი“ „რუსთავის“ მეტოქე იქნება.

დღეს გუნდებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული ნახევარფინალური შეხვედრები მოიგეს. რუსთაველებმა ფინალში გასასვლელ მატჩში „კაქტუსი“ 81:71 დაამარცხეს, ხოლო ქუთაისელებმა „მგზავრებს“ ანგარიშით 79:66 სძლიეს.

მემორიალის ფინალური შეხვედრა 4 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო ხვალ ქუთაისი სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლებს.

მსგავსი