ზურაბ პოლოლიკაშვილი - კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალურმა ტურიზმმა შესაძლოა, 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადოს
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალურმა ტურიზმმა შესაძლოა, 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადოს, – ამის შესახებ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გერმანულ გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით რისკის წინაშეა 110 მილიონი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ მოგზაურს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში საკუთარ ქვეყააში დარჩება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა შესაძლოა, 70 პროცენტამდე შემცირდეს.
მოსალოდნელი 70-პროცენტიანი ვარდნა ეფუძნება პროგნოზს, რომ ქვეყნები საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრებს აგვისტოდან გახსნიან.
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ტურისტული მიმართულების შერჩევისას მოგზაურები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ხარისხს.