ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში დაუდასტურეს.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, დილით პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

ამასთან, გორში მცხოვრებმა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მან მიაყენა. მისი თქმით, „ზურა ჯაფარიძე იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის, იმ საქციელისთვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს. არსად დამალვას არ ვაპირებ“.