შსს-მ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, დილით პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.