ზურაბ ჯაფარიძე - სხდომათა დარბაზში რომ შევალთ, ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, დღეს ეს იცვლება, მეტი არაფერი
დარბაზში რომ შევალთ, მაგის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, დღეს ეს იცვლება, მეტი არაფერი. მეორე ადამიანთან მიმართებაში ან დაიდება ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც იქნება ორივე მხრიდან მხარდაჭერილი, ან არ ვიცი, რა იქნება, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.
„შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და გამოვიდეს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, არ ვიცი. ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუ „ოცნება“ გავა ხელშეკრულებიდან, ცხადია, შეიძლება ისევ ბოიკოტი. დღეს არ დარეგისტრირდება ამნისტიის პროექტი. კონკრეტულად არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ. დაზარალებულის თანხმობის გარეშე არ შეიძლება ვინმეს რამე ეპატიოს. პარლამენტში დღეს მე არ ვაპირებ არაფერში მონაწილეობის მიღებას, გარდა იმ დოკუმენტით გაწერილი საკითხებისა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ. პარლამენტში დღეს შევიდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ოპოზიციონერებს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ.