ზურაბ ჯაფარიძე - საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების მთავარი გამოწვევა არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს
„გირჩის“ და ალბათ სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მთავარი გამოწვევა არის ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, – ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ფაქტობრივად, მთელი სახელისუფლებო მანქანა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მთელი საჯარო მოხელეების დაჯგუფება, თუ რა დავარქვა, ამას დამატებული ივანიშვილის კონკრეტული პირადი ფინანსები, დგას ერთ მხარეზე. ძალიან რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გამოწვევა და მნიშვნელოვანია, ეს ესმოდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.
საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.