ზურაბ ჯაფარიძე - ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება უზურპირებული აქვს
სააკაშვილის გზა რა არის არ ვიცი. ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება უზურპირებული აქვს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გადახდილი გადასახადებით აფინანსებს სისტემას, რომელიც შედგება სუსისგან, შსს-გან და მათ შორის ალიანსებისგან საპატრიარქოსთან და კრიმინალურ სამყაროსთან და ბევრი ფულის ხარჯვით, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ჩემთვის ეს ხელისუფლება ისედაც არალეგიტიმურია. ხელისუფლების შეცვლისთვის მე თვითონ გამოვიყენებ ყველა გზას და მაგისთვის არც სააკაშვილის გზა მჭირდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება, იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა, რევოლუციების დრო აღარ არის.