ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ მოუტანია საკითხი, რომ სამართალდამცველების ამნისტია უნდა მომხდარიყო
საერთოდ არც მოუტანია „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან საკითხი, რომ სამართალდამცველების ამნისტია უნდა მომხდარიყო, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზუარბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ამნისტიის ჩანაწერი შეთანხმების დოკუმენტში გაჩნდა ბატონი დანიელსონის პირველ ვერსიაში. იყო მსჯელობა შესაძლებელი იყო თუ არა ისეთი ტექსტის დაწერა რომ შეეხებოდა მელიასაც და რურუასაც, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა, რადგან რურუას იარაღი ჩაუდეს და ტექსტი ვერ შედგა ისეთი, რომელიც მასაც შეეხებოდა. საერთოდ არც მოუტანია „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან საკითხი, რომ სამართალდამცველების ამნისტია უნდა მომხდარიყო. იქაც წერია, რომ ეს უნდა შეეხოს პოლიტიზებულად აღქმულ საქმეებს და არა სამართალდამცველებს. პოლიტიზებულად აღქმულ საქმეებში ყველა შეიძლება იყოს, არა მხოლოდ მელია, არამედ სხვა ადამიანებიც, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეები. თუ მე მაგ დროს უკვე პარლამენტში ვიქნები და არ იქნება ჩემი მანდატი გაუქმებული, არ დავუჭერ იმ კანონპროექტს მხარს, რომელიც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც იძალადეს და თვალები დათხარეს ადამიანებს ან ბრძანება გასცეს ამის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, მიდის თუ არა სამშაბათს პლენარულ სესიაზე, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის.
„არ ვიცი ვნახოთ, თუ მანამდე მანდატი არ გამიუქმდა და ეგეთი კანონი დაინცირდა, მე ნათქვამი მაქვს რომ ხელი რაზეც მოვაწერე, იქ რა საკითხებიც არის მარტო მაგ საკითხების გატანაში ჩავერთვები, მეტი არაფერში, თუ იქიდან რომელიმე საკითხი იქნება, მაშინ შეიძლება მივიდე და თითი მივაჭირო სხვა შემთხვევაში არა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.