ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ნაგავს ჭამს
„ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ნაგავს ჭამს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს სჯერა სისულელეების, რომ ვითომ რაღაც გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.
„სინამდვილეში, კალაძე რასაც ლაპარაკობდა, მდინარაძე რასაც ამბობდა, ეს არის წმინდა წყლის ანტიდასავლური პროპაგანდა. ანტიდასავლური ნიშნავს პრორუსულ პროპაგანდას. სად არსებობს მასეთი მეგობარი, რომელიც გთხოვს, რომ შენ ენაზე არ ილაპარაკო ან საკუთარ იდენტობაზე უარი თქვიო? როგორ შეიძლება, ეგ მეგობარი იყოს?! ეგეთები ყოფილა მარტო რუსეთის ქვეშ, როცა გვარუსებდნენ ორი საუკუნის განმავლობაში. დასავლეთს აქ ფული აქვს დახარჯული ქართული კულტურის გადარჩენაზე, რუსეთს რუბლი არ აქვს დახარჯული მაგაზე. ის, რასაც კალაძე ლაპარაკობს, რომ არცერთი კლუბის, არცერთი გაერთიანების წევრობა არ მიღირს ჩემი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლადო, ეგეც იგივეა. ანუ, ადამიანებს ტვინში უჯენენ, თითქოს დასავლეთი და ევროკავშირი ჩვენგან რაღაცას ითხოვს, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის ინტერესის და საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ წასვლას. მაგათ ჰყავთ საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ეგეთ ნაგავს ჭამს. ჩვეულებრივად ჭამენ და, მათ შორის, ეგ ხალხი მათი დიდი ნაწილი არიან, რომლებიც მობმული ჰყავთ ასევე ფულით ბიუჯეტზე, როგორ არ უჯერებენ, ისინი უჯერებენ. ნებისმიერ ეგეთ რაღაცას ჭამენ და მერე დადიან, ავრცელებენ მეზობლებში, მეგობრებში. არის საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც მაგ ნაგავს ჭამს და სჯერა იმ სისულელეების, რომ ვითომ რაღაც გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა უნდა“, – განაცხადა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ.