ზურაბ ჯაფარიძე - ნიკა მელიას გათავისუფლების ფაქტი მნიშვნელოვანია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე
ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, ცხადია, კარგია ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეწყდა პოლიტიკური დევნა, ნებისმიერი რამ არის „ქართული ოცნებისგან“ მოსალოდნელი, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, – ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელის საპატიმროდან გათავისუფლებას.
მისი თქმით, ნიკა სამი თვე ტყუილად ჰყავდათ ციხეში.
„თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო გადამტრიალებელს გადაუხადა გირაო და გამოიყვანა გარეთ, ეგეთ რაღაცებისაც შეიძლება სჯეროდეთ ალბათ „ოცნების“ წევრებს და „ოცნების“ ამომრჩეველს, მაგრამ თავისთავად ეგ ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ როგორ უყურებს ევროკავშირი მელიას დაპატიმრების საქმეს. ეს იყო საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.