ზურაბ ჯაფარიძე - გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ, ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი
გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ. ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ეხმაურება.
„მარტვილის მაგალითზე გადავთვალე პროპორციულად სხვა მუნიციპალიტეტები, რამდენის შეგროვებას ცდილობენ. 97,000 გამოვიდა. ანუ, 100 კ-ს შეკრება უნდათ, სავარაუდოდ.
ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.