ზურაბ ჯაფარიძე – გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ, ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი

20:27, 22.04.2024

გადავთვალე და 100 ათასი კაცის შეგროვება უნდათ, სავარაუდოდ. ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ეხმაურება.

„მარტვილის მაგალითზე გადავთვალე პროპორციულად სხვა მუნიციპალიტეტები, რამდენის შეგროვებას ცდილობენ. 97,000 გამოვიდა. ანუ, 100 კ-ს შეკრება უნდათ, სავარაუდოდ.

ახლა მთავარია, მეტეხის ხიდისკენ არ წავიდნენ, ცუდად გვაქვს დაცდილი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი