ზურაბ ჯაფარიძე - დოკუმენტის ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რაზეც შეიძლება ოპოზიცია დათანხმდეს, ეს არის პოლიტპატიმრების და ხელახალი არჩევნების საკითხი
რა ტექსტი იქნება წარმოდგენა არ მაქვს. არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილება. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ორი საკითხი იყო, ეს არის პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ისეთი ცვლილება, რაზეც შეიძლება ოპოზიცია დათანხმდეს. რა შეიძლება ეს იყოს წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ხელმოწერა დამოკიდებული იქნება, ამ ორ პუნქტში რა ეწერება. ჩემი ინფორმაციით, შეხვედრაზე ოპოზიციაც იქნება და „ოცნებაც“. პირობა მელიას გათავისუფლების უნდა იყოს ისეთი, რომელიც მისთვის იქნება მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, ხელს არ მოვაწერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.