ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ოპოზიციის საერთო შეთანხმება თუ იქნება, რომ არ შევლენ პარლამენტში, ამ შეთანხმების ერთგული ვიქნებით
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმება იქნება, რომ არ შევლენ პარლამენტში „გირჩი“ ამ შეთანხმების ერთგული იქნება.
ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს იყო დღეს განხილვის საგანი, სადაც „გირჩი“ პოზიცია იყო, რომ თუ ეს იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება, ისევე როგორც ყველა სხვა ოპოზიციური შეთანხმების ერთგული ვიყავით ამ თვეების განმავლობაში, თუ ასეთი შეთანხმება შედგება, ამ შეთანხმების ერთგულიც ვიქნებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ჯაფარიძის განცხადებით, სამართლიანი თქვა, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ბოლომდე არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას.
„ჩემი აზრით, ძალიან ბევრი დარღვევა იყო და ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. სამართლიანი თქვა, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ბოლომდე ქართველი ამომრჩევლის ნებას.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშსაც დაველოდებით, პარტიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასაც გავეცნობით და გავარძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც, ზოგადად როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.