ზურაბ ჩხაიძე - „ვივამედის“ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებსაც 
ზურაბ ჩხაიძე - „ვივამედის“ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებსაც 

„ვივამედის“ კლინიკური ექიმი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან და პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

მისივე თქმით, როდესაც მუქარაზე საუბრობს, მხედველობაში არ ჰყავს სააკაშვილის ოჯახის წევრები.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძე მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, რათა მედპერსონალთან დაკავშირებით მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, წარმოუდგენელი მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, რადგან უკვე გადავიდნენ მუქარაზე ოჯახის წევრების მიმართაც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები. ყველა ეს ადამიანი დასახელდება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.