ზურაბ აზარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებს გაეცნო
ზურაბ აზარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის აფინანსებს.

მინისტრმა, კლინიკის გენერალურ დირექტორ ლაშა ბაზაძესთან და „ავერსის“ დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან ერთად, რადიოთერაპიის დეპარტამენტი, ასევე ინსულტისა და ბირთვული მედიცინის ცენტრები დაათვალიერა.

ზურაბ აზარაშვილი უახლესი აპარატურის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო, რომელთა საშუალებით ონკოპაციენტებს მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის, ასევე, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.

აღნიშნულ სერვისებს ჯანდაცვის სამინისტრო, ძირითადად, სრულად აფინანსებს, რითაც მაღალტექნოლოგიური მომსახურებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება მოქალაქეებისთვის. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტრო მზადაა, ახალი პროგრამებიც დაიწყოს, რათა პაციენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სერვისი გახდეს ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.