ზურაბ აზარაშვილი - აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს, პრობლემების შემთხვევაში, მათ ამის გამოსასწორებლად გონივრული ვადა ეძლევათ
ზურაბ აზარაშვილი - აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს, პრობლემების შემთხვევაში, მათ ამის გამოსასწორებლად გონივრული ვადა ეძლევათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კოვიდკლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, არამედ სისტემური ხასიათის იქნება.

აღნიშნული კომენატრით აზარაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კოვიდკლინიკების მოკვლევა.

აზარაშვილის თქმით, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკებს ეძლევათ გონივრული ვადა, რა დროშიც მათ პრობლემები უნდა გამოასწორონ.

„კლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, არამედ სისტემური ხასიათის იქნება. ფინანსურ ნაწილთან ერთად, აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით. კლინიკებს გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ, 2-3-კვირიან პერიოდში განმეორებით ხდება შემოწმება. იგივე პრობლემის, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვადასხვა სანქცირებას მივმართავთ. ფინანსურ ნაწილს რაც შეხება, თუ არის საჭიროება უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების და ასე შემდეგ, ესეც შესაბამისად მოხდება. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები თუ იქნება, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.