თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სექტემბრის შემდეგ აჭარაში კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სექტემბრის შემდეგ აჭარაში კოვიდინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა

აჭარაში სექტემბრის შუა რიცხვებში, ორი-სამი კვირის განმავლობაში შეფერხების შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა და ეს ვერ მოხერხებულიყო, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დამატებით კოვიდკლინიკების შექმნა იგეგმება.

„ამჟამად, საწოლფონდის პრობლემა არ დგას. რამდენადაც ვიცი, პრაქტიკულად, ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხერხდება. აჭარაში სექტემბრის შუა რიცხვებში, ორი-სამი კვირის განმავლობაში შეფერხების შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვინმეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა და ეს ვერ მოხერხებულიყო. ახლა დღის წესრიგში დგას კიდევ დამატებითი კოვიდკლინიკების შექმნა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.