მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება
შეხვედრები გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება სამინისტროში განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მცირდება აღიარებული ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვის ვადა.
„თურქეთის ბაზარი აღიარებითი ქვეყნების ბაზაში შევიდა და გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება სამინისტროში განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვამცირებთ აღიარებული ქვეყნებიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, ეს ვადა პანდემიის პერიოდში გაზრდილი იყო 45 დღემდე და ახლა შემცირდება შვიდ დღემდე, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად შევძლოთ მედიკამენტების შემოტანა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.